სოფელ მამხუტში დაზარალებულ ოჯახს დახმარებას მუნიციპალიტეტი გაუწევს

07/08/2016

სოფელ მამხუტში მცხოვრები ელდარ ყურბანოვის საცხოვრებელ სახლს დღეს დილით ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის დროს სახლში ცოლ-ქმარი და მცირეწლოვანი შვილიშვილი იმყოფებოდნენ. ოჯახის უფროსმა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოიძახა და საკუთარი ძალებით შეეცადა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენას, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. ელდარ ყურბანოვი თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, სამაშველო ჯგუფი ადგილზე მალევე გამოცხადდა თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითმხილველები ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტრო გაყვანილობას ასახელებენ. ადგილზე ექსპერტ-კირმინალისტები და შინაგან საქმეთა სამმართველოს ადგილობრივი წარმომადგენლები მუშაობენ. დაზარალებული ოჯახი გამგებლის პირველმა მოადგილემ დავით შერაზადიშვილმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტათთან ნუკრი ანდრიაძესთან ერთად მოინახულა და დახმარება აღუთქვა.

ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/xyGXml
ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/SnYLLA

ვიდეოები „გაზეთი ბოლნისი"-ისგან