ნიკოლოზ ანთიძე ბედიის მონასტერში არსებული ვითარებას ეხმაურება

16.09.2019 01:16

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბედიის მონასტერში არსებული ვითარებაა ასახული, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი აფასებს. მისი განცხადებით, ვიდეომასალაში გარკვევით ჩანს, რომ ეკლესიის ინტერიერში ხარაჩოები კვლავ არის განთავსებული, რაც ემსახურება არა კედლის მხატვრობის კონსერვაციას, არამედ, მხატვრობის ფრაგმენტების განადგურებას. ნიკოლოზ ანთიძე არსებული ვითარებიდან გამოსავალს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობაში ხედავს. ბედიის მონასტერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სააგენტო ინფორმაციას იუნესკოს მიაწვდის. ვიდეომასალაში, რომელიც სოციალურ ქსელში ორი დღის წინ გავრცელდა, ბედიის მონასტრის დაზიანებული კედლებია ასახული. ასევე, ჩანს, რომ განადგურებულია მეათე საუკუნის უნიკალური ფრესკები. ბედიის სამონასტრო კომპლექსი ოჩამჩირიდან 25 კილომეტრში, სოფელ ბედიის ცენტრში მდებარეობს. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის. ისტორიული ცნობებით, ბედიის კომპლექსი მეათე საუკუნის მიწურულს, დაახლოებით, 999 წელს გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ, ბაგრატ მესამემ ააგო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საეჭვო დეტალები მდინარე რიონში ნიკოლოზ ანთიძის გაუჩინარებაზე

საეჭვო დეტალები მდინარე რიონში ნიკოლოზ ანთიძის გაუჩინარებაზე

Mtisambebi / მთის ამბები

ნიკოლოზ ანთიძე უშგულში შექმნილ პრობლემებზე

ნიკოლოზ ანთიძე უშგულში შექმნილ პრობლემებზე

Mtisambebi / მთის ამბები

ნიკოლოზ ანთიძეს საყდრისის დამცველებმა პრესკონფერენცია შეაწყვეტინეს
01:28

ნიკოლოზ ანთიძეს საყდრისის დამცველებმა პრესკონფერენცია შეაწყვ...

Mtisambebi / მთის ამბები

კულტურის ძეგლის განადგურების ქრონიკა / 14.12. 2014
16:42

კულტურის ძეგლის განადგურების ქრონიკა / 14.12. 2014

რაკურს / RAKURS

ნიკოლოზ ანთიძე სახალხო დამცველს არ ეთანხმება
02:17

ნიკოლოზ ანთიძე სახალხო დამცველს არ ეთანხმება

nina kheladze

ტურისტული ატრაქცია „ენგურჰესზე“
08:22

ტურისტული ატრაქცია „ენგურჰესზე“

პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
18:43

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

#ნაშუადღევს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და მისი პრიორიტეტები
18:11

#ნაშუადღევს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და მისი პ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო