გურჯაანის ტექნოპარკი 30 და 100 ათასლარიან საგრანტო კონკურსს აცხადებს

16.05.2022 01:10

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახალ საგრანტო კონკურსს აცხადებს. პროექტის ფარგლებში 30 და 100 ათასლარიანი ინოვაციური იდეები დაფინანსდება. კონკურსი საპილოტე რეგიონებში, მათ შორის კახეთში განხორციელდება და იგი რეგიონის ეკონომიკურ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. მსურველებმა რეგისტრაცია სპეციალურ ვებ გვერდებზე https://grants.gov.ge/ka/%e1%83%92%e1... https://grants.gov.ge/ka/%E1%83%92%E1... https://us06web.zoom.us/postattendee?... უნდა გაიარონ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ტექნოპარკების ქსელი ხვალ, 17 მაისს, 18:00 საათზე ონლაინ შეხვედრას გამართავს. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გასცემენ.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო