სამაგიდო თამაშების ჰაკათონი ტექნოპარკში

17.06.2021 09:51

გურჯაანის ტექნოპარკი, "თამაშობანა"-თან კოლაბორაციით სამაგიდო თამაშების ჰაკათონს გამართავს. ჰაკათონის მიზანია ისეთი სამაგიდო თამაშების შექმნა, რომელიც დაეხმარება ყველას, სხვადასხვა სოციალურ და ზოგად თემებზე ცნობადობის ამაღლებასა და თამაშით ინფორმაციის მიწოდებაში. ჰაკათონი 3 ნაწილად იყოფა : ფაზა I - მოიცავს მონაწილეების რეგისტრაციას. ფაზა II - მოიცავს ჰაკათონის შესახებ ბრიფინგს და სტარტაპერების გამოცდილებების გაზიარებას. ფაზა III - გამარჯვებულების გამოვლენა სხვადასხვა საპრიზო კატეგორიებში. #იდეაქმნისმომავალს

გაზიარება: