მარჯანიშვილის თეატრი „სოლიდარობის ფონდის“ ინიციატივას უერთდება

10/06/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

6 ოქტომბერს, „სოლიდარობის ფონდსა“ და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც მხარეები მხარს დაუჭერენ საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი პირებისათვის სათანადო ალტერნატიული რესურსების შექმნას და ნებაყოფლობით საწყისებზე, უზრუნველყოფენ სათანადო რესურსების მობილიზაციას.
მემორანდუმის გაფორმებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
„სოლიდარობის ფონდთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, თეატრი განახორციელებს ფულადი სახსრების მობილიზებას და ფონდისათვის ნებაყოფლობითი დონაციის განხორციელებას თეატრის საგადამხდელო არხების მეშვეობით: კერძოდ, თეატრის მომხმარებლების მიერ შეძენილი თითოეული ბილეთის ღირებულებიდან 10 (ათი) თეთრი ჩაირიცხება ფონდის ანგარიშზე.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან