ფოტოგამოფენა „უთხარით შვილებს“

10.06.2022 04:10

გამოფენა ქალთა უფლებების დასაცავად და ფოტოგრაფიით გადმოცემული პრობლემა - ხელოვნების მუზეუმში ფოტოგრაფმა დინა ოგანოვამ სხვადასხვა ქალის 20-მდე ფოტო გამოფინა. ავტორი ამ ექსპოზიციით სხეულის ავტონომიასთან დაკავშირებული მახინჯი სტერეოტიპების დამსხვრევას ცდილობს. 

გამოფენა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მომზადებულ ანგარიშს ეძღვნება იმის შესახებ, თუ რამდენად არის დაცული ქალების უფლება - თავად მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარ სხეულთან დაკავშირებულ საკითხებზე. ექსპოზიცია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაერო-ს ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 24 ივნისამდე იქნება წარმოდგენილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani