სატრანსპორტო საშუალებების მართვის ახალი რეგულაციები

08.01.2014 01:10

2014 წლის 1 იანვრიდან სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით, 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის კი, მართვის უფლების შეჩერებას - ერთი წლის ვადით. ამ სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სახდელდადებული მძღოლები 700 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან, მართვის უფლების შეჩერების ვადა კი, ერთი წლით გაეზრდებათ. ამ ცვლილებებს თელავში მძღოლების უმრავლესობა დადებითად აფასებს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1cBzeUI

გაზიარება: