#ახალიდღე მამის დღე საქართველოში წელს მეხუთედ აღინიშნება

19.06.2020 09:38

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის We Care ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, მამის დღე - 21 ივნისს, საქართველოში წელს მეხუთედ აღინიშნება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, მამის დღის აღსანიშნავმა ინიციატივებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. კამპანიის ოფიციალურ გვერდზე „კაცები ზრუნავენ“ მომხმარებელს დახვდება სპეციალური ფოტო-რეპორტაჟი მამებისა და შვილების შესახებ. ასევე, ამ დღისადმი მიძღვნილი ვიდეო-რგოლი.

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაერო-ს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მნიშვნელობას

სტუმრები: ალექსანდრე ლორთქიფანიძე - „წიგნების თარო“-ს წამყვანი, მწერალი;

ლილი ლორთქიფანიძე.

შოთა ჩინჩალაძე - სტრატეგიული ბრენდინგის კონსულტანტი

ელისაბედ ჩინჩალაძე

მარიამ ბანძელაძე - გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის პროგრამის მენეჯერი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო