ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - პირველი არსებითი განხილვა


თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კაველაძის პირველი არსებითი განხილვა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოითქვეს, ასევე პროცესზე ბრალდებულებმა კიდევ ერთხელ სიტყვით ისარგებლეს. აკო ჭელიძემ დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აღნიშნული დანაშაული მხოლოდ მან ჩაიდინა და გიორგი კაველაძეს ბრალი არაფერში მიუძღვის. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს - მისი თქმით, დანაშაული არ ჩაუდენია და ის ელოდება ბრალის გადაკვალიფიცირებას. შესავალ სიტყვაში პროკურატურამ ყურადღება საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე გამახვილა, ხოლო დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქმეში ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს სასიკვდილოდ დაჭრეს. მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს 20 სექტემბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მკვლელობაში ბრალდებულები 7 ოქტომბერს დააკავეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებათ. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან