338 ტერმინი "ხატი" ძე ღმერთი და ქმნილება

06/09/2013
davit davituri-ის მიერ

ედიშერ ჭელიძე - \"ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია\".

საუბრის თემა: ტერმინი \"ხატი\", ძე ღმერთი და ქმნილება

ლექციის მოკლე კონსპექტი:

აბსოლუტური მნიშვნელობა - როცა მიმართება არა აქვს სხვა ტერმინთან.

განკაცებული ღმერთი არის ერთი ხატისა და ორი ბუნების მქონე.

მართლმადიდებლური სწავლებით არსებობს ხატი ბუნებისა, არსისა (ბერძ. „მორფე\") და არსებობს ხატი გვამოვნებისა, პირისა, პიროვნებისა (ბერძ. „ხარაკტერ\").

ანუ არსებობს ერთი არსობრივი ხატი („მორფე\") ყოვლადწმიდა სამებისა და ორი არსობრივი (ანუ ბუნებითი ) ხატი („მორფე\") განკაცებული ღვთისა და ამავე დროს არსებობს სამი ჰიპოსტასური ხატი ყოვლადწმიდა სამებისა და ერთი ჰიპოსტასური ხატი („ხარაკტერ\") განკაცებული ღვთისა (13:00წთ).

ტერმინი ხატი თვისებას უიგივდება.

არსებობს ერთიანი არსობრივი თვისება (ხატი - „მორფე\") ყოვლაწმიდა სამებისა - ღმრთეება, და არსებობს სამი შეურევნელი ჰიპოსტასური თვისება (ხატი - „ხარაკტერ\"): მამობა, ძეობა და გამომავლობა.

ადამიანი, ბუნებითი ხატოვნების ასპექტით, არის ღმრთეების (ყოვლადწმიდა სამების) ბუნების ხატი, ხოლო ჰიპოსტასური ხატოვნების ასპექტით ადამიანი არის ძე ღმერთის ხატი.

პირმშო - 1) პირველშობილი; 2) პირველადი, თავდაპირველი

„პირმშო\" არქეტიპს მნიშვნელობითაც იხმარება. ანუ პირმშოხატი და პირმშოსახე ნიშნავს არქეტიპს.