ოპოზიცია ერთიან სიაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს


სადავო რჩება საარჩევნო სიები.

წინასწარ დაანონსებული გეგმით, ხუთ დღეში უნდა გაირკვეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატებს დაუპირისპირებს ოპოზიცია მმართველ გუნდს თბილისში. თუმცა ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მოახერხებენ თუ არა ოპოზიციური ძალები საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას, რაც მანამდე მათი ყოველდღიური გამოსვლების მთავარი გზავნილი იყო. ამ დრომდე არ გამართულა ერთობლივი კონსულტაციებიც. ცალკე თემაა პარტიული სიებიც. მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ ოპოზიცია ერთიან პროპორციულ სიაზე შეთანხმდეს, პრაქტიკულად ყველა ადრესატის უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. გამონაკლისი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი საქართველოს“ ლიდერი აღმოჩნდნენ. ოპოზიციური სპექტრიდან დღეს სააკაშვილს შეახსენეს, რომ ის უკრაინელი პოლიტიკოსია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან