არესტოვიჩის გზავნილი - შეფასებები თბილისში
სანქციების შემდეგ ღია მუქარა - კიევიდან ოფიციალური თბილისის მისამართით რიტორიკა მწვავდება. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის განცხადებამ ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი გააკვირვა. ალექსეი არესტოვიჩი საქართველოში ძალების პროეცირებას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის მიღწევების გახსენების ფონზე პრორუსულად მოხსენიებულ საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს. „მილიონი ჩვენი ნაომარი ადამიანისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში“ - არესტოვიჩის ამ განცხადებას თბილისიდან მძაფრი რეაქციები მოჰყვა. ახალ გზავნილს მიღმა პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარას ხედავს მმართველი გუნდი. მოსალოდნელია რეაგირებაც - მომავალ კვირას „ქართული ოცნება“ განმარტებების მიღებას ყირიმის პლატფორმის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინის რადას ვიცე-სპიკერისგან შეეცდება. დღევანდელ განცხადებას, ისევე როგორც უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ოთხი ნათესავის მიმართ სანქციების დაწესებას, ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს ოპოზიციის ნაწილიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსი პოლიტოლოგის განცხადება - შეფასებები თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოლექსი არესტოვიჩის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არესტოვიჩის განცხადებები - გამოხმაურება თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სანქციების დაწესებიდან მალევე უკრაინას საქართელოსთვისთვის კი...
TV IMEDI
არესტოვიჩის განცხადება და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა
TV IMEDI
არესტოვიჩის აღიარება და სააკაშვილის მხილება
TV IMEDI
არესტოვიჩის განცხადება - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არესტოვიჩის მორიგი განცხადება საქართველოზე
TV IMEDI