„ბოლტ ფუდის“ თანამშრომლების პროტესტი

01.04.2021 01:21

„ბოლტ ფუდის“ კურიერებმა სპორტის სასახლესთან რიგით მეოთხე აქცია-პერფორმანსი გამართეს. კომპანიის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, კურიერებს დროთა განმავლობაში მომსახურების საფასური შეუმცირეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, კომპანიიდან გაშვებული 25- მდე თანამშრომელი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. გაფიცული კურიერები სახალხო დამცველის აპარატს მათი პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. დღევანდელ აქციას სოლიდარობის ნიშნად „ვოლტის“ და „გლოვოს“ კურიერებიც შეუერთდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: