თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი იწყება
სასტუმროში „Rooms Tbilisi” გაიმართა თბილისის მოდის კვირეულის პრესკონფერენცია, რომელსაც უძღვებოდნენ კვირეულის დამფუძნებლები თაკო ჩხეიძე და მაკა ყუბუსიძე. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდენ კვირეულის მხარდამჭერები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამართველოს უფროსი გიორგი აფციაური და „Rooms Tbilisi”-ს გენერალური მენეჯერი ლევან ბერულავა. პრესკონფერენციაზე საუბარი კვირეულის საბოლოო განრიგს, მონაწილე დიზაინერებს და ქალაქის კულტურულ სივრცეებს შეეხო. ასევე აღინიშნა კვირეულის საპატიო სტუმრების ვინაობა და სიმრავლე, რომელთა ვიზიტი საქართველოში ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით. თბილისის მოდის კვირეულს მე-13 სეზონს წარმოადგენს დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“. საქართველოს ყველაზე მოდური ღონისძიება 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით გაიმართება სასტუმროში ROOMS TBILISI. იგი გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრესრუმს და სამუშაო შოუ-რუმს. სწორად ძირითად პოდიუმზე წარმოადგენენ ქართველი დიზაინერები 2016/17 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის კოლექციებს. კვირეულის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, 26 მარტს კვირეულის გენერალური სპონსორის, TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში გაიხსნება კვირეულის ოფიციალური შოუ რუმი, რომელზეც სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი და იგი 2 კვირას გასტანს. თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
Tbilisi Fashion Week-ის მე-13 სეზონი იწყება
Music Box
თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონი სოფიკო ჭიაურელისადმი მ...
TV IMEDI
თბილისის მე-10 მოდის კვირეული/Fresh Club/Radio IMEDI
რადიო იმედი
ვსაუბრობთ თბილისის მოდის მე-13 კვირეულზე
შუადღე GDS / shuadge GDS
თბილისის მოდის კვირეული სოფიკო ჭიაურელის კოსტიუმების ჩვენები...
Music Box
თბილისის მოდის კვირეულის მე-2 დღე, ჩვენებები, ღონისძიებები დ...
Music Box
თბილისის მოდის კვირეულის მე-3 დღე: მოდის მარკეტინგის კონფერე...
Music Box