წიგნის XIV საერთაშორისო ფესტივალი

05/24/2012
culturegovge culturegovge-ის მიერ

დღეს თბილისის წიგნის XIV საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომელიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

წელს პირველად საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით ყველა მთავარ (ცენტრალურ) ბიბლიოთეკას გადაეცემა 700 ლარამდე ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერი, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება ფესტივალის მსვლელობისას 24 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით. აღნიშნული პროექტის მიზანია, მთელი საქართველოს მასშტაბით ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების ახალი გამოცემებით გამდიდრება.

web-page: http://www.mcs.gov.ge
faceebook: http://www.facebook.com/culturegovge
twitter: http://twitter.com/#!/CULTUREgovge
youtube:    / culturegovge  
flickr: http://www.flickr.com/photos/cultureg...
myvideo: http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან