საშობაო ალილო ყვარელში

07.01.2019 01:24

ალილოს მსვლელობა გაიმართა ყვარელში. მსვლელობა ქალაქის სკვერიდან დაიწყო და წმინდა ილია მართლის მემორიალამდე ყვარლის მთავარი ქუჩა მოიცვა. მოსახლეობა ალილოს მონაწილეებს ტკბილეულით და საჩუქრებით ხვდებოდა. ალილოს მსვლელობაში სასულიერო პირები, მგალობლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ალილოს მსვლელობა „ნეკრესის ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით და ნეკრესის ეპარქიის წინამძღვრის, მეუფე სერგის ლოცვა-კურთხევით გაიმართა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: