ვანო მერაბიშვილის საქმე
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოსთვის მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „4 დეკემბრის სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა პირველად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების - „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ,“ - აღსრულების საკითხი. მინისტრთა კომიტეტისა და მისი სამდივნოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის მთავრობისთვის ივანე მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა. დასასაბუთებლად კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2018 წლის ივნისსა და ოქტომბერში კომიტეტის წინაშე წარდგენილი არგუმენტები. კერძოდ, წინამდებარე საქმეში სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი და, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა, კანონიერი იყო. ამით ეს საქმე განსხვავდება ევროპული სასამართლოს მიერ მე-18 მუხლთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებებისგან,“ - აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვანო მერაბიშვილის საქმე
TV IMEDI
ვანო მერაბიშვილის საქმე
Studio Re - სტუდია რე
ვანო მერაბიშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვანო მერაბიშვილის საქმე
TV IMEDI
ვანო მერაბიშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვანო მერაბიშვილის საქმე
TV IMEDI
ვანო მერაბიშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვანო მერაბიშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster