ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იტალიაში
09/26/2022
იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიცია იმარჯვებს. როგორც „სიენენი“ წერს, ამ პერიოდისთვის დათვლილია ხმების 63 პროცენტი. მემარჯვენე კოალიციას კი ამომრჩევლების 45-მა პროცენტმა მისცა ხმა. კოალიციიდან, რომელშიც სამი პარტიაა გაერთიანებული, ყველაზე მეტი ხმა, 26 პროცენტი პარტია „იტალიის ძმებს აქვთ, რომელსაც ულტრამემარჯვენე ჯორჯია მელონი თავმჯდომარეობს, 9 პროცენტი მატეო სალვინის პარტიამ აიღო, ხოლო 8 პროცენტი სილვიო ბერლუსკონის პარტიამ „წინ იტალია“.
როგორც მედია წერს, საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში, ჯორჯია მელონი იტალიის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება. წინასწარი შედეგებით, მემარჯვენე კოალიციის შემდეგ, ყველაზე მეტი ხმა, 26 პროცენტი მემარცხენე-ცენტრისტულმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ აიღო, ხოლო ყოფილი პრემიერის, ჯუზეპე კონტის პარტია 16 პროცენტით მესამე ადგილზეა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.