ISFED-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში

23.09.2021 03:05

წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“. დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, ზეწოლის/მუქარის/ხელისშეშლისა და ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების შემთხვევები. ისფედ-ის ანგარიშშია ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყანაში 13 სექტემბერს, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub