აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

16.08.2021

ბათუმში ბელარუსის მოქალაქეებმა აქცია გამართეს და ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გააპროტესტეს. „არანაირი მოლაპარაკება დიქტატორთან“ - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში რეჟიმს თავშესაფრისთვის გამოექცნენ, ახალი ხელშეკრულება კი ნებისმიერი მათგანის ექსტრადირების საშუალებას იძლევა. აქციის მონაწილეები გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: