უსახლკაროდ დარჩენილი თემურ გაბიდაური პატარა ნამტვრიანიდან

08/06/2021

© https://mtisambebi.ge/ - პატარა ფარდულია, დაბალი. წელში თავისუფლად ვერ გაიმართები. შიგნით შეშის ძველი ღუმელი დგას. ხის კუნძებზე გადებული ფიცრები საწოლის მაგივრობას სწევს. ზამთარი აქ გაატარა. ცეცხლს მთელი ღამე არ აქრობდა, რომ ყინვას მორეოდა. 2020 წლის 23 დეკემბერს, მეზობელ სოფელში დასახმარებლად დილაადრიან წავიდა. საღამოს დაურეკეს, შენი სახლი იწვისო. ფეხით გამოიქცა. გზაში ჩამოაღამდა. სახლში რომ მოვიდა, ცეცხლი ბოლომდე ჯერ კიდევ არ იყო ჩამქრალი, მაგრამ ყველაფერი განადგურებული დახვდა. ფიქრობს, რომ ელექტროენერგიის ძველმა სადენებმა უმუხთლა. რაც ნაწილობრივ გადარჩა, სახლზე მიდგმული ფარდული იყო - მხოლოდ სამი კედელი. 60 წლის თემურ გაბიდაურმა გრძელ და ცივ ზამთარში თავი ამ ფარდულს შეაფარა.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან