ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში
პარლამენტში გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ოპოზიციურ ფლანგზე უთანხმოება გაამწვავა.
ყოფილ პრემიერს და მის გუნდს ოპოზიციური ფორმატის დაზიანებას და შეთანხმების დარღვევას ედავებიან. ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად შექმნილი საკოორდინაციო პლატფორმის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების ერთი პუნქტი საკანონმდებლო ორგანოს არ აღიარებას გულისხმობს. ბოლო წუთებში გახარიამ პოზიცია შეცვალა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მივიდა, რასაც მისივე პარტიის წევრთა ნაწილიც სწორ ნაბიჯად არ მიიჩნევს. პრემიერობის პოსტიდან გადამდგარ და ოპოზიციაში წასულ პოლიტიკოსს გუშინდელი გადაწყვეტილების გამო ოპოზიციონერი აქტორები მწვავედ აკრიტიკებენ. დავის საგანია ექს-პრემიერის გამოსვლის ის ნაწილიც, რომელიც ცალკეული ოპოზიციური ძალების მხრიდან გაუქმებული საპარლამენტო მანდატების აღდგენის შესაძლო სურვილს და მცდელობას ეხებოდა. გიორგი გახარიას კონკრეტული აქტორების დასახელებას სთხოვენ. ბრალდებები კიდევ უფრო გაამწვავა იმ გარემოებამ, რომ პარლამენტში შესვლის თემაზე გუშინ დასმულ შეკითხვას მთავრობის ყოფილმა მეთაურმა მკაფიო პასუხი არც ამჯერად გასცა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სინოდის გადაწყვეტილება - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერთიანების ინიციატივა და უთანხმოება ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უვიზო რეჟიმი რუსეთთან - პოლიტიკური ურთიერთბრალდებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ევროპული პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster