ერთი ტონა ჰეროინის საქმეზე დაკავებული ქართველი მძღოლი გაათავისუფლეს
ერთი ტონა ჰეროინის საქმეზე, ირანისა და სომხეთის საზღვარზე, 2014 წელს დაკავებული ქართველი მძღოლი, ავთანდილ მარტიაშვილი სომხეთის სასამართლომ გაათავისუფლა. 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პირველი კომენტარი მარტიაშვილმა საქართველოს პირველ არხს მისცა. ციხიდან გამოსვლის მოტივი, პატიმრობის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. ყოფილი მსჯავრდებული, რომელიც წარდგენილ ბრალს დაკავების დღიდან კატეგორიულად უარყოფდა, ამბობს, რომ ის სომხეთის ეროვნული კრების ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დახმარებით გაათავისუფლეს. ავთანდილ მარტიაშვილი თურქულ კომპანიაში მძღოლად მუშაობდა. ერთ-ერთი გადაზიდვისას, მის ავტომობილში ერთ ტონამდე ჰეროინი აღმოაჩინეს. მარტიაშვილი ადგილზე დააკავეს, მისი დამქირავებელი თურქეთის მოქალაქე კი მიიმალა, მაგრამ მალევე ისიც დააკავეს. მან ბრალი აღიარა და თქვა, რომ ქართველმა მძღოლმა ნარკოტიკის არსებობის შესახებ არ იცოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ერთი ტონა ჰეროინის საქმეზე დაკავებული ქართველი მძღოლი სომხეთ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 15 თებერვალი, 2020 #LIVE
პირველი არხი - LIVE
შსს-მ 37 მილიონი ლარის ნარკოტიკი გაანადგურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საწვავის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაძვირებული საწვავი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
20 ტონა შეშა? / Snowrunner
Bar To
ხორბლისა და ქერის ექსპორტის აკრძალვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სკაუტების მეფე / Snowrunner
Bar To