ათასობით ადამიანი ჯავახეთში საქართველოს მოქალაქეობის გარეშე

11/18/2021

© - https://mtisambebi.ge/ - 38 წლის ჟორა ანტანოსიანი ნინოწმინდის სოფელ ჟდანოვში ცხოვრობს. 2013 წელს სომხეთისგან ორმაგი მოქალაქეობა ჟორამაც მიიღო: „აქ მხოლოდ მწყემსად უნდა მემუშავა, სხვა სამუშაო არ იყო. ორი პატარა შვილი მყავს. მეც რუსეთში წავედი, რომ ოჯახი მერჩინა. ერთი წლის შემდეგ, საქართველოში რომ ვბრუნდებოდი, მაშინ მითხრეს, რადგან სომხეთის მოქალაქეობაც მაქვს, საქართველოს მოქალაქეობა შემიწყვიტეს“. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა ჟორამ ორჯერ სცადა. ორჯერვე უარი მიიღო, მიზეზი - ქართული ენისა და ისტორიის სათანადოდ არცოდნაა.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან