პუტინის და ერდოღანის შეხვედრა
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ომის დასრულება ახლა იმ შეხვედრაზეა დამოკიდებული, რომელიც მოსკოვში მიმდინარეობს. იდლიბში დაწყებული ახალი შეტაკებების შემდეგ რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. ორივე მხარე თანხმდება, რომ დღევანდელი აუდიენცია და მისი შედეგები ტესტი იქნება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობისთვის, რომელიც ბოლო პერიოდში უკიდურესად არის გამწვავებული. მთავარი თემა წინა კვირას იდლიბში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო არმიის ავიაიერიშია, რასაც 34 თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დღევანდელ აუდიენციაზეა დამოკიდებული, შეწყვეტს თუ არა ანკარა სირიის ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ერთადერთ რეგიონში იერიშის საპასუხოდ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას. შეხვედრის შედეგებს ელოდებიან ევროპელი ლიდერებიც, რომლებიც იდლიბში სიტუაციის ესკალაციამ მიგრანტთა კრიზისის წინაშე დააყენა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თურქეთის, რუსეთის და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მშვიდობის წყარო” - ერდოღანი პუტინს შეხვდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პუტინი-ერდოღანის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 557-ე დღე - ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოლაფ შოლცის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42°პარალელი - ასტანას ფორმატი თეირანში
პირველი არხი - 42-ე პარალელი
თურქეთში ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტები ი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პუტინი-ერდოღანის შეთანხმება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster