პოლიტიკა და სამხედრო სამსახური

13.11.2018 04:19

გენერალური შტაბის უფროსი საგანგებო მიმართვას ავრცელებს. პოლიტიკის და სამხედრო სფეროების ერთმანეთისგან დისტანცირება წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. მიზეზი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ მიმდინარე კამპანიაა. ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების მუქარისშემცველი შეტყობინებების პარალელურად ვრცელდება განცხადებები, სადაც ყოფილი სამხედროები მოქალაქეებს მოუწოდებენ, სალომე ზურაბიშვილს ხმა არ მისცენ. ოპოზიცია მსგავს მოწოდებებს კანდიდატის მიერ აგვისტოს ომზე გაკეთებულ კომენტარებს უკავშირებს. მმართველი გუნდი კი კამპანიის მიღმა „ნაციონალური მოძრაობის“ კვალს ხედავს. მოწოდებებმა იმდენად კამპანიური სახე მიიღო, რომ დღის ბოლოს შეიარაღებული ძალების ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა მიმართა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო