#მოამბე 21 საათზე, 4 ივნისი, 2021 #LIVE

04.06.2021 01:24:20

• ნინოწმინდის ბავშთა სახლში ახალ შემთხვევებზე გამოძიება დაიწყო - პანსიონი ომბუდსმენის აპარატისთვის კვლავ დახურულია; სოციალურმა სააგენტომ პანსიონიდან ექვსი ბავშვი გაიყვანა, სპეციალისტები აღსაზრდელებთან ინდივიდუალურად მუშაობენ

• პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ამნისტიის კანონპროექტს მეორე მოსმენით იხილავს - მმართველი გუნდი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედს გამოთქვამს; დოკუმენტის განხილვა და მხარეთა პოზიციები

• ბელარუსი ჟურნალისტის სკანდალური „აღიარება“ - რომან პროტასევიჩი სახელმწიფო ტელეკომპანიის ეთერში გასულ ინტერვიუში მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალს აღიარებს, ბელარუს ოპოზიციონერებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს პატივს სცემს; ოპოზიცია და ბრალდებულის ოჯახის წევრები ზეწოლასა და წამებაზე საუბრობენ

• მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები, ვარსკვლავები და ჯაზის ლეგენდები თბილისში - საქართველო ივლისში საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ეროვნული მუზეუმის ღია სივრცეში გაიმართება

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub