“დილა პირველზე\

04.02.2016 02:12:30

• პროფესია კინორეჟისორი - რა პრობლემების წინაშე დგანან ქართველი ახალგაზრდები ამ მიმართულებით. • სალომე გელაშვილის სიუჟეტი • როგორია ქართული კინო დღეს, რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას ის, - თემაზე, გადაცემის სტუმარი, კინომცოდნე ქეთი ტრაპაიძე საუბრობს. • სახელმწიფო პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“, კიდევ ერთი ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა. პროექტის შესახებ, ლიკა მოშიაშვილის სიუჟეტი. • ქართული კინო - მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა კინოს განვითარებაზე, გადაცემის სტუმარი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, ნანა ჯანელიძე საუბრობს. • ამ დროისთვის უკვე 100-მდე ფილმია შერჩეული, რომელთა გაციფრულება უახლოეს მომავალში მოხდება. • პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და დიდ თანხებთანაცაა დაკავშირებული. ქართული კინოკლასიკების ახალ სიცოცხლეზე, ნიკა ლობილაძისა და ნია ბარაბაძის სიუჟეტი. • რუბრიკა ‪#‎რაგბიაქაურობას‬ გრძელდება. ლევან ჯობავა ამჯერად დაბა ურეკს ესტუმრა. რამდენად დაინტერესდნენ მოზარდები ოვალური ბურთით, ნახეთ სიუჟეტი.

გაზიარება: