აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი. აქცენტი გაკეთებულია საპარლამენტო არჩევნებზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეუთო-ს შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური იყო კონკურენტული და საერთო ჯამში ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იყო, მაგრამ ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანებამ პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეამცირა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემები მოიცავს სანდო ცნობებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემებსა და თვითნებურ ან შერჩევით დაკავებებზე, გამოძიებებზე და სამართლებრივ დევნაზე, ჟურნალისტებზე ძალადობასა და მუქარაზე. დოკუმენტში საუბარია მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილზეც. ასევე, ხაზგასმულია რუსული ბორდერიზაციის გაზრდა, რამაც კიდევ უფრო შეზღუდა გადაადგილება. მოხსენიებულია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან