COVID-19 - ვითარება მკაცრი კარანტინის ზონაში


ამ დრომდე ჩაკეტილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი, სადაც დღეს კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა. დასახლებაში მიმოსვლას სამართალდამცველები აკონტროლებენ. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება. სულ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, დღევანდელი შემთხვევების ჩათვლით, 45 დადასტურებული შემთხვევაა.

რა ვითარებაა ადგილზე ამ წუთისთვის, ამას რუსუდან ლოლაძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება - მეორე დღეა, სპეციალისტები ცდილობენ ადგილობრივების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას, რასაც გარკვეული პრობლემები ახლდა მოსახლეობის მხრიდან, რა სიტუაციაა ამ დროისთვის?

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან