თანამშრომლობის მემორანდუმი

11.09.2025 01:30

ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიზანია, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება განათლების, პრაქტიკული მომზადებისა და სამეცნიერო კვლევების სფეროში. მემორანდუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ-პოლონური სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“ ფარგლებში გაფორმდა, რაც უნივერსიტეტმა პოლონეთის სილეზიის უნივერსიტეტთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის პროფესორებისა და მკვლევრების მონაწილეობით გამართა. მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ სტაჟირება სამინისტროში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania