მერაბ სეფაშვილის ვარსკვლავი

21.05.2012

თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა. თანავარსკვლავედს ამჯერად ცნობილი ქართველი მომღერლის, მერაბ სეფაშვილის სახელობის ვარსკვლავი შეემატა. გახსნის ცერემონიამდე მერაბ სეფაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ათწლიანი პაუზის შემდეგ, მომღერალი სოლო კონცერტით წარდგა მსმენელის წინაშე და ცნობილი ჰიტები და ახალი სიმღერები ბენდთან ერთად შეასრულა. ვარსკვლავი კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა და მერაბ სეფაშვილის დაბადებიდან 50 წლის იუბილეს მიეძღვნა. web-page: http://www.mcs.gov.ge faceebook:   / culturegovge   twitter: http://twitter.com/#!/CULTUREgovge youtube:    / culturegovge   flickr: http://www.flickr.com/photos/cultureg... myvideo: http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: