აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქციები
03/07/2020
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქციები გაიმართა დღეს ქუთაისსა და ზუგდიდში. ჟურნალისტების აქცია გაიმართა სლოგანით - „თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე“. აქციის მონაწილე მაია ფიფია აცხადებს, რომ ის, რაც დღეს ხდება აჭარის ტელევიზიაში, ეს არის ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე და გამოხატვის თავისუფლებაზე.
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს მედიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისში. აქციის მონაწილეების თქმით, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები დემოკრატიის ხარისხზე უარყოფითად აისახება.
როგორც ცნობილია, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე ეთერიდან მოხსნა. საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად კი გიორგი აბაზაძე დანიშნა, რომელსაც გუშინ ჟურნალისტებთან სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა. შედეგად, ის შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეხმაურა. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.