ვითომ ექსპერტები მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ – დავითაშვილი ნამახვანჰესზე
03/04/2021
Mtisambebi / მთის ამბები-ის
მიერ
© https://mtisambebi.ge/ - „თეორიული შანსიც კი არ არსებობს, რომ მიწისძვრის შედეგად მოხდეს ასეთი დამბის გარღვევა. ისტორიაში ეს არ ყოფილა ასეთი კონსტრუქციის ნაგებობასთან მიმართებაში. გადაწყვეტილება არ მიგვიღია კონკრეტული კვლევების გარეშე. კვლევები უკვე იყო ჩატარებული ძალიან მაღალი დონის, საერთაშორისო, ამ კონკრეტულ სფეროებში წამყვანი საექსპერტო კომპანიების მიერ, მაგალითად, როგორიც არის იტალიური, შვეიცარული და ა.შ.“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით.