ბაჩანა ბრეგვაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

02/17/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

სახელმწიფო დამკრძალავი კომისიის გადაწყვეტილებით, ცნობილი ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება.
ამავე კომისიის რეკომენდაციით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას სწორედ ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება.
სახელმწიფო დამკრძალავი კომისია პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლით დაკომპლექტდა.
ქართველი მეცნიერის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.






http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან