სამშენებლო კომპანიის დირექტორის დაკავება


შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა, რომლის ობიექტიდანაც 16 წლის მოზარდი გადმოვარდა. „ჯევიკე ჰოსპიტალიტის” ხელმძღვანელი.

სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით აიყვანეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დოლაბაურის ქუჩაზე, N29 ნომერში, სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესის დარღვევით მიმდინარეობდა. ლიფტის დემონტაჟის დროს კი 2003 წელს დაბადებული პირი გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან