უახლესი ბრიტანული ავიამზიდი "Queen Elizabeth" პირველ ერთობლივ ოპერაციას განახორციელებს

05/03/2021
Zaza Tsotniashvili-ის მიერ

მოიერიშე ჯგუფი, რომელსაც უახლესი ბრიტანული ავიამზიდი \"Queen Elizabeth\"-ი უხელმძღვანელებს, ცხრა საბრძოლო ხომალდის შემადგენლობით 1 მაისს გამოვიდა დიდი ბრიტანეთიდან პირველი ერთობლივი სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად ხმელთაშუა ზღვაში, ინდოეთის ოკეანესა და აზია-წყნარი ოკეანის წყლებში.
\"Queen Elizabeth\"-ის ესკადრის შემადგენლობაშია: ორი ესმინეცი 45 – HMS Diamond და HMS Defender, ორი ფრეგატის ტიპის 23 – HMS Kent და HMS Richmond, ორი მხარდამჭერი ხომალდი RFA Tidespring და RFA Fort Victoria, ასევე ამერიკული სარაკეტო ესმინეცი USS The Sullivans (DDG-68) და ნიდერლანდების ფრეგატის ტიპის HNLMS Evertsen (F805).
მოიერიშე ჯგუფის მეთაურის სტივ მურჰაუსის განცხადებით, აღნიშნული საბრძოლო-სასწავლო ოპერაცია არსებითად უახლესი, მეხუთე თაობის საბრძოლო ძალის გავლენით ევროატლანტიკური ინტერესების დაცვას ემსახურება.
მედიაში კვლავ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ჯგუფიდან ორი ხომალდი შავ ზღვაშიც აპირებს შესვლას უკრაინისადმი სოლიდარობის დასადასტურებლად, თუმც სამეფო საზღვაო ძალები საჯარო განცხადებას არ ავრცელებს.
#კონფლიქტი #ჰიბრიდულიომი #ინფორმაციულიომებიდასაზოგადოება #ზაზაცოტნიაშვილი

ვიდეოები „Zaza Tsotniashvili"-ისგან