დავით გარეჯის საქმე

15.10.2020 08:25

კიდევ ერთი ჩვენება საზღვრების საქმეში.

პროკურატურაში დღეს დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი იმყოფებოდა. არქიმანდრიტი ილარიონი, რომელიც გარეჯში 2004 წლიდან მსახურობს, 2006-2007 წლებში საზღვრების გარშემო მიღწეულ შეთანხმებას არასწორად მიიჩნევს. სწორედ ამ პერიოდის შეთანხმებების კანონიერებას იძიებს გამოძიება, რომელიც დაკავებული ექსპერტ-კარტოგრაფებისთვის წაყენებულ ბრალდებას ახლადმოძიებული კარტოგრაფიული მასალებით ამყარებს. როგორც ირკვევა, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ არქივებში ნაპოვნი ძველი რუკების ასლები უკვე მიაწოდეს კათოლიკოს-პატრიარქს.

რას ნიშნავს 1996 წლის შეთანხმებაში არსებული ჩანაწერი და რომელ რუკებს უნდა დაყრდნობოდა საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დადგენის დროს სამთავრობო კომისია, - ამ საკითხის გარკვევა ხათუნა გაგნიძემ კომისიის ერთ-ერთ წევრთან სცადა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi