ოლესია თავაძის გამოფენა
თბილისის ისტორიის მუზეუმში, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიხსნა გამოფენა "ოლესია თავაძის სამყარო" და გაიმართა საგანმანათლებლო პროგრამა "საბავშვო წიგნის ილუსტრაცია". ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი ("ქარვასლა") და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვარ ოლესია თავაძის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ხელნაკეთი თოჯინები; ამასთანავე, მისი პირადი კოლექცია: იშვიათი ნივთები, ეროვნული სამოსი, დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები. ექსპოზიციას თან ერთვის საგანმანათლებლო პროექტი "საბავშვო წიგნის ილუსტრაცია": პროექტი გულისხმობს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის კონკრეტული ამბის შეთავაზებას და მის დასურათებას. პირველ გაკვეთილს მხატვარი ოლესია თავაძე თავად ჩაატარებს. პროგრამის იდეის ავტორია ლიკა მამაცაშვილი; ავტორი და კოორდინატორი -- ქეთი ტრაპაიძე; დიზაინი ციკო ჯანყარაშვილი; კურატორები ლია კაბულაშვილი და მაია ქუთათელაძე. გამოფენა „ქარვასლაში" 29 მაისამდე გაგრძელდება. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ოლესია თავაძის მხატვრობა
TV IMEDI
ოლესია თავაძე:დამოუკიდებლობა სწორედ ეს არის, შენს თავთან იყო...
TV IMEDI
ოლესია თავაძე:ჩვენგან ქედმაღლურად დანახული სოფელი აქეთ იწევს...
TV IMEDI
ოლესია ვართანიანი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვითარება კრი...
ParvanaTv
შემდეგი გაჩერება - ოლესია თავაძე
TV IMEDI
ნინო ვახანია ოლესია თავაძეზე
tamar tamunia
ნანა კაუცია ოლესია თავაძეზე
tamar tamunia
ინგა მილორავა ოლესია თავაძეზე
tamar tamunia