#COVID19 - ვითარება მესტიის მუნიციპალიტეტში

16.08.2020 03:09

სვანეთში კორონავირუსზე ჩატარებული 400-მდე ტესტის პასუხი უარყოფითია. უკვე მეორე დღეა მესტიაში კოვიდ-19-ის შემთხვევა არ გამოვლენილა. ჩაკეტილ ზონაში ვითარება სტაბილურია. დღეს კიდევ 246 ტესტის პასუხს ელოდებიან და დღის ბოლომდე თითქმის ყველა მოსახლე უკვე გამოკვლეული იქნება. რას აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი, იგეგმება თუ არა მოსახლეობისთვის განმეორებითი კვლევების ჩატარება - ლიკა ალელიშვილის ჩართვა მესტიიდან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: