საფრთხის შემცველი ვითარება მთიან ყარაბაღში / საქართველოსთვის საზიანო შეთანხმების საქმე

01.10.2020 01:13:37

• უკიდურესად დაძაბული საომარი ვითარება მთიან ყარაბაღში და აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივი კომუნიკე - დაპირისპირებული მხარეების რიტორიკა დღითი დღე მძაფრდება; მსოფლიო ლიდერები სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ; ევროკავშირი მოსალოდნელ ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობს • გამოძიების ფარგლებში გაიჩხრიკა სადემარკაციო კომისიის ყოფილ წევრთა სახლები და ოფისები, რომლებიც კომისიაში 2006-2007 წლებში მუშაობდნენ; გამოძიება ამ წლებში მოქმედ კომისიას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეული მონაკვეთის შეთანხმების პროცესში საქართველოსთვის საზიანო შეთანხმებას ედავება - საქმის დეტალები და შეფასებები • ინფიცირების 448 შემთხვევა ბოლო დღე ღამის განმავლობაში - საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითიდღე მწვავდება, თუმცა სპეციალისტებს პროცესის დასტაბილურების მოლოდინი აქვთ • პარლამენტის მანდატებისთვის 52 პოლიტიკური სუბიექტი იბრძოლებს - უკვე ცნობილია, ვინ რა გუნდით ცდილობს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას; 2020 წლის საარჩევნო მარათონი, პოლიტიკურ პარტიათა სიები, გეგმები და პროგრამები ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო