სოციალური აგენტების პროტესტი


ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს. ისინი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას და ხელფასების 100 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. სააგენტოს ხელმძღვანელისგან გუშინ მიიღეს დაპირება, რომ მათ ხელფასები 60 პროცენტამდე გაეზრდებათ, თუმცა, სოციალური აგენტებისთვის ეს პირობა მისაღები არ აღმოჩნდა. ამ დროისთვის სააგენტოს 1 000-მდე თანამშრომლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სოციალური აგენტია გაფიცული. მათი თქმით, ისინი მუშაობას მანამდე არ გაგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან