მშვიდობის ლოცვა

10/01/2021
ამინე / Amine-ის მიერ

ღმერთი გვეუბნევა: თქვენს სიბერემდე მე იგივე ვარ, და თქვენს ჭაღარამდე გზიდავთ თქვენ. მე შევქმენი და მე ვიტვირთავ; მე ვზიდავ და მე გადავარჩენ. ამიტომ მე ვიცი რომ ღმერთს არასოდეს დავუტოვებივარ, ის მუდამ ჩემთანაა, ღმერთი მუდამ ჩემშია და მე ვარ ღმერთში, ღმერთი მზრუნველი მამაა და მუდამ ჩემთან იქნება.

ღმერთი გვარიგებს: არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში. ამიტომ მე თავისუფალი ვარ შფოთვისაგან და ჩემს სულში სიმშვიდეა, რადგან ვიცი, რომ მისი მშვიდობა იცავს და ყოველთვის დაიცავს ჩემს გულსა და გონებას.
ღმერთმა მომცა ყველაფერი რაც მჭირდება, რათა ვიცხოვრო იმ გზით რაც მას სურს რომ ვიცხოვრო და მამა ღმერთს მხოლოდ საუკეთესო სურს ჩვენთვის. მე ვარ ღმერთის, წმინდა მამის, საყვარელი შვილი და ის არასოდეს დამივიწყებს მე, მეც ყოველთვის მემახსოვრება ღმერთი. ჩემი სახელი მის ხელებში წერია. მე მესმის იესო ქრისტეს ხმა, ჩემი კეთილი მწყემსის, მისი ვინც სიყვარულით გზას გვიჩვენებს. იესო ქრისტე ამბობს:
მე ვარ მწყემსი კეთილი. კეთილი მწყემსი თავის სიცოცხლეს დებს ცხვრისთვის. დაქირავებული კი არც მწყემსია და არც ცხვარი ეკუთვნის. მოვარდნილი მგლის დანახვაზე იგი ტოვებს ცხვარს და გარბის. მგელიც იტაცებს მათ და ფანტავს. დაქირავებული იმიტომ გარბის, რომ დაქირავებულია და არ ზრუნავს ცხვარზე. მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე, როგორც მამა მიცნობს მე, მე კი მამას ვიცნობ. და ჩემს სიცოცხლეს ვდებ ცხვრებისთვის. (იოანეს სახარება თავი 10);
მე ვარ იესოს ქრისტეს მეგობარი, მას ძლიერ ვუყვარვარ და ზრუნავს ჩემზე, იესო ქრისტემ თავისი სიცოცხლე გაწირა ჩემთვის, მე ამას ვხედავ და ვაფასებ, არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის. (იოანე 15:13)
მე განვთავისუფლდი ტვირთისგან ვინაიდან მადლით ვართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს ჩვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია.
როდესაც ჩემი გული გმობს, მე ვისვენებ ღვთის თანდასწრებით და ვიცი, რომ ის არ გმობს მე. ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის არა ხორციელად, არამედ სულიერად.
ღმერთის ძალითა და სიყვარულით ვამტკიცებ, რომ:

მე მშვიდი ვარ,

მე მშვიდად მეძინება, როდესაც ვწვები, არ მეშინია. (იგავები 3:24)

მე მშვიდად ვდგები, მე ვცხოვრობ მშვიდობიან ადგილებში, ჩემი სახლი არის მშვიდი, უსაფრთხო და სიყვარულით სავსე ადგილი. (ესაია 32:18)

მე მშვიდობისკენ მივდივარ, მე ვცხოვრობ ცოდვისგან თავისუფლად და ვეძებ სიწმინდეს ჩემი ცხოვრების ყველა სფეროში. (ებრაელები 12:14)

მე ვიღებ მშვიდობის ღმერთს, რომელიც შლის ყოველგვარ დაბნეულობას და უწესრიგობას ჩემი (გულის) ცხოვრებიდან. (1 კორინთელები 14:33)

მე ვიცავ ჩემს გულს ღვთის მშვიდობით ქრისტე იესოში. (ფილიპელები 4: 7)

მე ვაკონტროლებ ჩემს აზროვნებას ღვთის მშვიდობით, ის მართავს ჩემს გადაწყვეტილებებს და განსჯის ყველაფერს, რასაც ვაკეთებ. (კოლოსელები 3:15)

მე სავსე ვარ მშვიდობით ღმერთისადმი ჩემი რწმენით, სულიწმინდა მაძლევს იმედის მოზღვავებას. (რომაელები 15:13)

მე აღჭურვილი ვარ ღვთის მშვიდობით, ის ამზადებს ყველაფერს, რაც მჭირდება ღვთის ნების შესასრულებლად. (ებრაელები 13: 20-21)

მე მაქვს მშვიდობა, არა ამქვეყნიური მშვიდობა, არამედ მარადიული მშვიდობა, რომელიც მომცა იესო ქრისტემ, რათა დამემშვიდებინა ჩემი აღელვებული გული და ახლა სავსე ვარ მშვიდობითა და სიყვარულით. (იოანე 14:27)

უფალი ჩემთან არის, ის მკურნავს და მაძლევს ნამდვილ სიმშვიდეს ნებისმიერ დროს. (ესაია 57:19, 2 თესალონიკელები 3:16)

მშვიდობა ცხოვრობს ჩემში. (ეფესელთა 2:14)

მე ვარ სიყვარულით, ჰარმონიითა და ბედნიერებით სავსე, ღმერთს სურს ვიყოთ ბედნიერები და იგი გვანიჭებს მარადიულ ხალისსა და ბედნიერებას, ღმერთი ზრუნავს ჩემზე და მე ვხედავ მის სიკეთეს ყოველდღე, ყოველ წამს,
როდესაც ვსუნთქავ, მე ღმერთის სიყვარულს შევისუნთქავ, მე ბედნიერებას შევისუნთქავ, მე სიყვარულს ვსუნთქავ;
ჩემი სიტყვები და ქმედებები ღმერთისგანაა ნაკარნახევი, ამიტომ მუდამ მოსიყვარულე სიტყვებს ვლაპარაკობ, ყველაზე რთულ მომენტშიც კი მშვიდად ვარ და სიკეთით ვცხოვრობ, ღმერთი არის ჩემი საზრდო და ის მანიჭებს ყველაფერს რაც მჭირდება, მე ვარ დალოცვილი.
მე მშვიდი ვარ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.