ვინ არის მელქისედეკი და ვინ არის მღვდელმთავარი-განმწმენდელი,მელქისედეკის წესისამებრ.

06.10.2021 25:58

დაბადება 14:18-20 და გამოუტანა პური და ღვინო მელქისედეკმა, შალემის მეფემ; და იყო ის უზენაესი ღმერთის მღვდელი. აკურთხა იგი და თქვა: „კურთხეულია აბრამი უზენაესი ღმერთის, ცისა და დედამიწის მპყრობელის მიერ. კურთხეულია უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტრები”. და მისცა მას აბრამმა მეათედი ყოველივედან. ებრაელთა 7:1-17 ვინაიდან ეს მელქისედეკი, სალიმის მეფე, უზენაესი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაჰამს, როდესაც მეფეთა განადგურების შემდეგ ბრუნდებოდა, და აკურთხა იგი. რომელსაც ყველაფრის მეათედი უწილადა აბრაჰამმა. უწინარეს ყოვლისა, მისი სახელი ნიშნავს სიმართლის მეფეს, შემდეგ სალიმის მეფეს ანუ მშვიდობის მეფეს. უმამოს, უდედოს, უგვარტომოს, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული; ღმერთის ძის მსგავსად, რჩება მღვდლად სამუდამოდ. შეხედეთ ახლა, რამდენად დიდია ის, ვისაც მამამთავარმა აბრაჰამმაც კი უწილადა თავისი ნადავლის მეათედი. მათ, ვინც ლევიანთაგან მიიღებენ მღვდლობას, რჯულით მცნებადა აქვთ მეათედის აღება ხალხისგან, ანუ თავიანთი ძმებისგან, თუმცა ისინიც აბრაჰამის საზარდულიდან გამოვიდნენ. ის კი მათი გვარიდან არ არის, მაგრამ მაინც მიიღო მეათედი აბრაჰამისგან და აკურთხა აღთქმის მქონე. ხოლო ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი უმეტესის მიერ იკურთხება. აქ მეათედს ღებულობენ მოკვდავი ადამიანები, იქ კი ის, ვისაც მოწმობა აქვს, რომ ცოცხალია. და ასე ვთქვათ, თვით ლევიმაც კი, რომელიც მეათედს ღებულობს, აბრაჰამის მეშვეობით გაიღო მეათედი. ვინაიდან ჯერ კიდევ მამის საზარდულში იყო, როცა მელქისედეკი შეეგება. მაშ, ლევიანური მღვდელმსახურებით რომ მიიღწეოდეს სრულქმნა (ვინაიდან მისი საშუალებით მიეცა ხალხს რჯული), რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქისედეკის წესით, ნაცვლად იმისა, რომ აჰარონის წესით წოდებულიყო? რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად აუცილებელია რჯულის შეცვლაც. ვინაიდან ის, ვისზედაც ლაპარაკია, ეკუთვნოდა სხვა ტომს, საიდანაც არავინ მიკარებია სამსხვერპლოს; რადგან ცხადია, რომ ჩვენი უფალი იუდასგან ამობრწყინდა, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უთქვამს მოსეს. და კიდევ უფრო ნათელია ის, რომ მელქისედეკის მსგავსად აღდგება სხვა მღვდელი, რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულის მიხედვით კი არ არის მღვდელი, არამედ უსასრულო სიცოცხლის ძალით. ვინაიდან დამოწმებულია: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”. საქმეები 2:33-34 ამგვარად ამაღლდა იგი ღმერთის მარჯვნივ, მამისგან სულიწმიდის აღთქმა მიიღო და მოჰფინა იგი, რასაც თქვენც ხედავთ და ისმენთ. რადგან დავითი არ ამაღლებულა ზეცად; თვითონვე ამბობს: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ებრაელთა 5:6-11 როგორც სხვა ადგილასაც ამბობს: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”. მან ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადითა და ცრემლით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო. და თუმცა ძე იყო, ტანჯვის მეშვეობით ისწავლა მორჩილება. და სრულქმნილი, მარადიული გადარჩენის მიზეზი შეიქმნა ყველა მისი მორჩილისთვის. და ღვთის მიერ ეწოდა მას მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით. ებრაელთა 6:19-20 რომელიც ჩვენთვის სანდო და მტკიცე ღუზასავითაა და შედის ფარდის მიღმა, სადაც შევიდა იესო ჩვენს წინამორბედად და გახდა საუკუნო მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით. ფსალმუნები 109:4 დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე, მელქისედეკის წესით. ებრაელთა 4:14 გვყავს რა დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც ზეცა განვლო, – იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ გვეპყრას ჩვენი აღსარება.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

#ნაშუადღევს ნუცას ტური - იმოგზაურეთ ნუცას ტურთან ერთად ყაზბეგში
08:53

#ნაშუადღევს ნუცას ტური - იმოგზაურეთ ნუცას ტურთან ერთად ყაზბე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვინ არის ფსალმუნებში ნახსენები მელქისედეკი? I ამონარიდი ქადაგებიდან  29.12.2022
03:07

ვინ არის ფსალმუნებში ნახსენები მელქისედეკი? I ამონარიდი ქადა...

მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები / Father Theodore

ვინ არის ადამიანის მეგობარი?-ქეთი ავალიანი: სიყვარულზე

ვინ არის ადამიანის მეგობარი?-ქეთი ავალიანი: სიყვარულზე

Kvara

ჰალით ერგენჩის რეალური ცხოვრება და სიყვარული..ბერგიუზარ ქორელის ბიოგრაფია..გაიგეთ მეტი მათ შესახებ

ჰალით ერგენჩის რეალური ცხოვრება და სიყვარული..ბერგიუზარ ქორე...

თავქარიანი

ვინ არის შესაძლო მკვლელი და ვინ აფარებს ხელს? | მთავარი აქცენტები - 5.07.2020

ვინ არის შესაძლო მკვლელი და ვინ აფარებს ხელს? | მთავარი აქცე...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

ვინ არის ბიბლიის ავტორი?

ვინ არის ბიბლიის ავტორი?

სიმართლე

ვინ არის სინამდვილეში ილია II (დოკუმენტური ფილმი)

ვინ არის სინამდვილეში ილია II (დოკუმენტური ფილმი)

მეფე TV • Mefe TV

ვინ არის ყველაზე მაგარი სკოლაში? იბრძოლეთ სკოლაში პოპულარობისთვის!

ვინ არის ყველაზე მაგარი სკოლაში? იბრძოლეთ სკოლაში პოპულარობი...

ლედი დიანა

ყველა ვიდეო