ბიძინა ივანიშვილი: თიბისი ბანკმა და საქართველოს ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა
01/17/2019
Georgia TV-ის
მიერ
ბიძინა ივანიშვილი: თიბისი ბანკმა და საქართველოს ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა და ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის
სწორედ ჭარბვალიანობას ეხებოდა ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე შეკითხვა, რომელიც მე პირადად გიორგი კვირიკაშვილთან მქონდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2018 წლის 25 ივლისს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილი თავადაც იცავდა იმ პოზიციას, რომ ბანკებთან დაკავშირებით რეგულაციები უფრო ადრეც უნდა შემოღებულიყო.
„რახან ჭარბვალიანობა ახსენეთ, ვერ ავუვლი გვერდს და შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ერთ-ერთი ძირითადი მძიმე შეკითხვა, რაც მქონდა კვირიკაშვილთან მე პირადად, ამ შეხვედრის დროს და შეიძლება ძირითადიცდავარქვათ მას, სწორედ ჭარბვალიანობას ეხებოდა. ეს არ იყო შეცდომა, მე მას ჩავუთვალე ეს გადაცდომად და თვითონაც იცავდა ამ პოზიციას, რომ უფრო ადრე უნდა შემოღებულიყო რეგულაციები ბანკებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, იუნისეფ-ის კვლევის შედეგები მისთვის ტრაგიკული იყო და ამ შედეგებში ჭარბვალიანობასლომის წილი ჰქონდა.
„ჩვენ იუნისეფ-ის კვლევის შედეგები ვნახეთ, რაც ჩემთვის იყო, პირდაპირ ვიტყვი, ტრაგიკული. ახლა აღარ მინდა დავამძიმო ჩემი მდგომარეობა და ტელემაყურებელსაც მოვუყვე, ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა და უარესი შედეგი მივიღეთ. ამაში ლომის წილი ჰქონდა სწორედ ჭარბვალიანობას. ხალხი იღებდა სესხს და არ იცოდა, როგორ მომსახურებოდა მას. ეს იყო ის, რასაც ორ წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც პრემიერ-მინისტრი გახლდათ გიორგი კვირიკაშვილი, თვე არ გავიდოდა, რომ მისთვის არ შემეხსენებინა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ძალიან ხშირად ახსენებდა ამ თემას ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ეუბნებოდა, რომ „ორმა ბანკმა ქვეყანა გადაჭამა და ხალხი ვალებიდან ვეღარ ამოდის“.
„ეს იყო ძირითადი საკითხი, რაშიც შეიძლება ვთქვათ, რომ მე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ხშირად ვახსენებდი, რომ ბანკებმა გადაჭამეს, ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
❤ Channel GeorgiaTV / @georgiatv758
#georgia2018 #tbilisi2018 #georgiatbilisi #georgiansong #georgianmusic #georgiandance #georgiatourism #georgiatravel #georgiabestplaces #georgiahistory #georgiaculture #georgiakavkaz #georgiaamerica #georgiawine #amberwine