კალანდაძის დაკავება - პროკურატურის განცხადება
ქართველი სამართალდამცავების მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძე გერმანიაში დააკავეს - პროკურატურა გენერალური შტაბის უფროსის ყოფილ მოადგილეს მოქალაქის თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წამებას ედავება. „გამოძიების ინფორმაცით, 2012 წლის ივლისში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით ახალაიამ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, გიორგი კალანდაძემ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მეგის ქარდავამ და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ ერთობლივად განიზრახეს მოქალაქე ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების გზით, მისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარება მოითხოვეს. მათ აღნიშნული პირი სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს. ცემის დროს, მას არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს. გონების დაკარგვის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარებაც არ აღმოუჩენიათ. შენობის ერთ-ერთ ოთახში, ის უმწეო მდგომარეობაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. გიორგი კალანდაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12-დან 17 წლამდე ვადით. ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით, გერმანიას კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი კალანდაძის დაკავება - პროკურატურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიგი კალანდაძე გერმანიაში დააკავეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კალანდაძის დაკავება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სერგი კაპანაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კალანდაძის შორტები-ტოლმის ფესტივალი
Temur Charelashvili
კალანდაძის ავტო სთორი - კახი კალაძის "სმარტი"
ad hoc · ედ ჰოკი
კალანდაძის ავტო სთორი - MINI vs FIAT: პატარა მანქანა, როგორც...
ad hoc · ედ ჰოკი
კალანდაძის შორტები - კალანდაძე მგლების გარემოცვაში
POS TV