ახალი ამბები:10 ივლისი,2014

10.07.2014 33:56

- თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე პროკურატურამ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. უგულავა აცხადებს, რომ დევნის მიუხედავად, ბრძოლას გააგრძელებს -წერილი გიგის. მშვიდობის ხიდზე გიგი უგულავას მხარდასაჭერი აქცია ხვალ 17:00 საათზე დაიწყება - ტაბულას თანამშრომლის საქმე. საია ტაბულას თანამშრომლის და მასთან ერთად მყოფი პირების დაჯარიმებას მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს - დავით ნარმანიას საარჩევნო პროგრამა. მერად არჩევის შემთხვევაში, ნარმანია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის გადასახადის გაუქმებას გეგმავს - დავით ნარმანიას თქმით, გიგი უგულავას დაკავებით ნიკა მელიას პოლიტიკური სივრცე მოუსუფთავდა. თბილისის მერობის ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა - საომარი მოქმედებების მესამე დღე ისრაელში. ოფიციალური პალესტინის ცნობით, ჯამში გარდაცვლილია 80-ზე მეტი პალესტინელი. დაშავებულთა რიცხვი კი 500-ს აღემატება

გაზიარება: