ახალი ამბები: 30 ივლისი, 2014

30.07.2014 31:23

- დაცვის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსების ბრალის დადგენილება 13:00 საათზე არის გამოტანილი, თავად ჩვენება კი ნინო ბურჯანაძემ პროკურატურას 17:10 საათზე მისცა. ადვოკატი ოთარ კახიძე დადგენილებაში არსებულ დარღვევებზე საუბრობს - პროკურატურის განმარტება ყოფილი პრეზიდენტისა და მაღალჩინოსნების ბრალთან დაკავშირებით არსებულ მტკიცებულებებზე. უწყებაში განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების დადგენილება გამოტანილი იქნა ნინო ბურჯანაძის დაკითხვამდე - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის გამო შეშფოთებულია. სამართლებრივი სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური შურისძიების იარაღად, ნათქვამია განცხადებაში - რომან შამათავას საქმე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი თბილისის საქალაქო სასამართლომ ხურჩის ტერაქტის საქმეში გაამართლა - აფეთქება გალფის ბენზინსაგასამართ სადგურზე. ძლიერი ხანძრის შედეგად გალფის ოპერატორმა დამწვრობა მიიღო, ორი მეხანძრე კი მოიწამლა - აშშ-მ და ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღეს. რადგან რუსეთი უკრაინის მიმართ საკუთარ პოლიტიკას არ ცვლის, ევროკავშირთან ერთობლივად გადაწყდა სანქციების გამკაცრება, განაცხადა ბარაკ ობამამ

გაზიარება: