ღია კარის დღეები სამხედრო ბაზებზე
თავდაცვის ძალების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ღია კარის დღეები გაიმართა. ვაზიანში, სენაკში, გორში, თელავსა და ახალციხეში მდებარე სამხედრო ბაზებს იმ საჯარო სკოლების მოსწავლეები სტუმრობდნენ, სადაც პილოტირების რეჟიმში საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ისწავლება. მოსწავლეებმა სამხედრო ბაზის ტერიტორია დაათვალიერეს და სხვადასხვა სახის შეიარაღების სისტემებზე ინფორმაცია მიიღეს. მსგავსი სახის პრაქტიკული მეცადინეობები საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოების“ შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანია, მოსწავლეები ადგილზე გაეცნონ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ჯარისკაცის ინდივიდუალური აღჭურვილობა და საბრძოლო საშუალებები, შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკის სისტემები, პირველი დახმარების აღმოჩენის საკითხები. სასწავლო სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“ თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაწილეობით შემუშავდა. საგანი პილოტირების რეჟიმში საქართველოს მასშტაბით 21 საჯარო სკოლაში ისწავლება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს სამხედრო ბაზებზე ღია კარის დღეები გაიმართა
Euronews Georgia
თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სამხედრო ბაზებზე ღია...
თავდაცვის სამინისტრო
ღია კარის დღეები ლოტუსში
Music Box
ღია კარის დღეები მუზეუმებში
TV IMEDI
ღია კარის დღეები ელექტრონულ ფორმატში
TV 25
ღია კარის დღეები აბიტურიენტებისათვის - გამოცდები 2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელთათვის ღია კარი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროფესიული განათლების ღია კარის დღეები
Business Media Georgia