აღკვეთის ღონისძიების შეფარდება
30 სექტემბერს ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე დაპირისპირების დროს დაჭრილ ლევან ძნელაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდება. პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართა, სადაც ბრალდებულია მოთავსებული. როგორც ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, დაცვის მხარე ძნელაძისთვის 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, პროკურატურამ კი პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ძნელაძეს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, რაც სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ლევან ძნელაძე ვაკეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ დააკავა. უწყების ინფორმაციითვე, სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ამავე ფაქტზე ორი პირი 10 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აღკვეთის ღონისძიების შეფარდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster